LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?“ – თავშესაფარში მყოფი უკრაინელი ბავშვების ფრაზები დედებს

448
cvata

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი რეჟისორის მიერ გავრცელებულ ციტატებს აქვეყნებს, სადაც აღწერილია, თუ რას ეუბნებიან თავშესაფარში მყოფი უკრაინელი ბავშვები მშობლებს…

„უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბის თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს. სახელდახელოდ ვთარგმნე:

– დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?

– ხანდახან

– ყოველთვის უსმინე რა – უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.

– დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ რა,  ძალიან ეშინია მარტოს.

– დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?

– დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქიდან ჩემი ლეგოს ამოღებას?

– დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?

– დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.

– დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები – მოდი, კიევში დავბრუნდეთ.

– დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?

– დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?

– დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მამა ხომ არ დაგვივიწყებს?“

magti 5g