LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დებიუტი შეყვარებულების სტატუსით და ვნებიანი კოცნა – პოლ მესკალი BAFTA-ზე გრეისი აბრამსთან ერთად გამოჩნდა

106
photo-collage.png (19)

22 თებერვალს, ლონდონის Southbank Centre-ში, ბრიტანული აკადემიის ფილმების 79-ე დაჯილდოება  გაიმართა. დაჯილდოების ტრიუმფატორად 14 მინიჭებულიდან ექვსში, მათ შორის ,,საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში მოგებით, პოლ ტომას ანდერსონის One Battle After Another მოგვევლინა.

BAFTA 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

წლევანდელ BAFTA-ზე ვარსკვლავთცვენის მიუხედავად, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი პოლ მესკალისა და გრეისი აბრამსის შეყვარებული წყვილის ერთად ხილვა აღმოჩნდა. 30 წლის ირლანდიელი მსახიობი და 26 წლის ამერიკელი მომღერალი ამ სტატუსით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგნენ. აქამდე ისინი საკუთარ ურთიერთობას უმეტესად პირად სივრცეში ინახავდნენ. 

მესკალს საღამოზე ,,პრადა”, ხოლო აბრამსს – ,,შანელი” ემოსა.

მესკალი წლევანდელ ,,ბაფტაზე” ,,ჰამნეტში” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ამ კატეგორიაში შონ პენს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა Hamnet-მა ,,საუკეთესო ბრიტანული ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა, კამერებმა მესკალისა და აბრამსის ვნებიანი კოცნა დააფიქსირეს.

ცნობისთვის, პოლ მესკალისა და გრეისი აბრამსის რომანი სტარტს 2024 წლიდან იღებს. გრეისი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში 2020-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა, რეჟისორ – ჯეი ჯეი აბრამსის ქალიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები