1995 წელს პრინცესა დაიანას მიერ მიცემული ინტერვიუ დღეს განხილვის საგანი ხდება. საუბარია „ბიბისის“ ჟურნალისტის, მარტინ ბაშირისთვის მიცემულ ინტერვიუზე, რომელიც იძულების გზით მიცემული აღმოჩნდა.
დღეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მოკვლევა გაასაჯაროვა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ინტერვიუზე დასათანხმებლად პრინცესა დაიანას ჟურნალისტმა „ყალბი დოკუმენტაცია“ წარუდგინა. მაგალითად ლეიდი დი მოატყუეს, რომ ბუკინგემის სასახლის თანამშრომელი პრინცი ჩარლზისგან ორსულად იყო და მეტი მტკიცებულებისთვის მას სამედიცინო დოკუმენტაცია აჩვენეს, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. სწორედ ამ ყალბი დოკუმენტების წყალობით დაიანამ ბაშირს ინტერვიუ მისცა, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ თემაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა პრინცმა უილიამმა და ტელეკომპანია „ბიბისი“ დედის სიკვდილში დაადანაშაულა:
„დედა მოატყუეს, მას აიძულეს ელაპარაკა. ამ ინტერვიუმ ბოლომდე შეარყია ჩემი მშობლების ურთიერთობა, ამან უდიდესი ტკივილი მიაყენა ყველას. სწორედ ,,ბიბისის” ინტერვიუს გამო მას შიშები და პარანოია დაეწყო. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ გამოძიებამ დააგვიანა, რადგან დედამ ვერ გაიგო, რომ ის მოატყუეს. ის მოატყუა არა მარტო თაღლითმა რეპორტიორმა, არამედ რედაქციამ“, – ამბობს პრინცი უილიამი.


