გასული წლის ოქტომბერში მომღერალ რიკი მარტინსა და მის მეუღლეს, ჯოვანი იოსეფს სუროგატი დედისგან კიდევ ერთი შვილი შეეძინათ.
რატომღაც, ვაჟის ფოტოებს წყვილი არ ასაჯაროვებდა, თუმცა, გუშინ რიკიმ „ინსტაგრამზე“ 5 თვის ვაჟის ფოტოები განათავსა.
„რენ მარტინ-იოსეფი, – ბავშვი სახლშია“ – ასე დაასათაურა არტისტმა ფოტოები.
„დედას ჰგავს თუ მამას“, „რომლის ბიოლოგიური შვილია“, „დედიკოს ჰგავს“ – წერენ სოციალურ ქსელში.
პუერტორიკოელ პოპ-ვარსვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ მრავალშვილიანი მამობა სურს და კიდევ 4 შვილს იყოლიებდა. ასე რომ, 48 წლის რიკი მარტინისა და 36 წლის მხატვრის, ჯოვანი იოსეფის ოჯახში მატებას მალე ისევ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, წყვილს 4 შვილი ჰყავს.
„ჩემი ოცნებების მბრძანებელი“- რიკი მარტინი ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს
„ჩემი ოცნებების მბრძანებელი“ - აღნიშნული სიტყვებით ასათაურებს პუერტორიკოელი მომღერალი თავისი ქალიშვილის ფოტოს ინსტაგრამზე