ლეგენდარულ მსახიობთან, ალ პაჩინოსთან განშორების შემდეგ, მედიაში ნურ ალფალაჰისა და მათი საერთო ვაჟის, ერთი წლის რომან პაჩინოს უახლესი ფოტოები ვრცელდება. 30 წლის ნური შვილთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი საყიდლებზე იმყოფებოდა.
პატარა რომანი ფოტოებს უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ის მამას საოცრად ჰგავს.
„უსაყვარლესია“,„ნამდვილი პაჩინოა!“, „დედას ჰგავს თუ მამას?“ – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ახლახან, 84 წლის ალმა ვაჟზე ისაუბრა. როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, ცხოვრობს თუ არა მისი ვაჟი მასთან, მან უპასუხა, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობენ, თუმცა ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებიან.