LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი…გპირდები ის თავისუფლება, რომელიც შენს გულს უნდა გექნება“ – დაკარგული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

368
2025-01-24_01-09-02_602126

მე-7 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: „თუ ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე დაინახეს, შორიდან მაინც გადაუღონ ფოტო და გვითხრან ზუსტი ადგილი და დრო…“

ალექსანდრეს ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.

„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„მეამაყები დეე…გპირდები ის თავისუფლება, რომელიც შენს გულს უნდა გექნება..ვიცი შენ გჯერა ჩემი. მადლობა უფალს რომ შენი დედობა მარგუნა წილად.

დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი. მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები. ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერება. გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე. იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყველას“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას ნომერზე: 555 105 500

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g