ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ცნობილია თავისი განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილი ბრენდების მიმართ. ამჯერად ის მადრიდის სამეფო სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიებას მასპინძლობდა, სადაც ის ბრწყინავდა „კაროლინა ჰერერას“ ულამაზეს ორეულში. ეს გახლავთ წითელი ზედა შავი ნაქსოვი ქვედაბოლოს კომბინაციით, რომელსაც ყაყაჩოების პრინტი ამშვენებდა, ანსამბლს დედოფალმა ხავერდის შავი ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.
საინტერესოა, რომ ყაყაჩოებით მოქარგული ქვედაბოლო ლეტიციას რამდენჯერმე ეცვა, მათ შორის 2019, 2020 და 2023 წლებში.
ფოტო: დედოფალი ლეტიცია ყვავილებით მოქარგულ ამოჩემებულ ნაქსოვ კაბაში