LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

150
page

„დედპული და ვულვერინი“ R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის, ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მანამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელმა 1,078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. ცნობისთვის, R რეიტინგი ენიჭება ფილმებს, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვისა განკუთვნილი.

შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა 26 ივლისს შედგა. მთავარ როლებს რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.

რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი დაბრუნდნენ – ნახეთ Deadpool & Wolverine-ის პირველი ტრეილერი

„ბალმეინის“ საოცარი კაბა და მუდამ მეუღლის გვერდით – ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის შთამბეჭდავი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები