უკრაინაში ქართული დელეგაციის გამგზავრების საკითხს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავს პოზიციას – დელეგაციაში ყველა იყოს წარმოდგენილი.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, თუ დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტია არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი ვიზიტის დროს:
“დელეგაცია უნდა იყოს ერთიანი, არანაირი გამონაკლისები და “ვინც მინდა, იმას ჩავსვამ” დელეგაციაში. “ქართულ ოცნებას” ამის უფლება არ აქვს, ამ პოზიციას დავიცავ ბოლომდე. იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია დაიცავს იმ პოზიციას, რაც ვთქვით და არ იქნება ცვლილება სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ერთიანობამ მოიტანა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ბუჩაში წასვლა.
მნიშვნელოვანია განხორციელდეს საპარლამენტო ვიზიტი და არა რომელიმე პარტიის. მე უკრაინაში სიარული არ მიჭირს, თუ ამ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ამ პოზიციას დაიცავს ყველა ოპოზიციური პარტია”, – თქვა ვაშაძემ.
ვრცლად ამ თემის შესახებ: