“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით განმარტავს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში წასვლის მიზეზი გახდა ის ოპტიმიზმი, რომელიც მმართველმა გუნდმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას დაინახეს, საქართველო – უკრაინას შორის ურთიერთობებთან მიმართებაში.
ამავდროულად, როგორ კობახიძე ამბობს, რომ მოცემულობა უკვე შეცვლილია და ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში.
„კიდევ ერთხელ გამოავლინეს მათ საკუთარი თავი, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველა საბაბს პოულობენ ამისთვის, ყველა მოცემულობაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები „ომის პარტიასთან“ ერთად ამ ვიზიტის განხორციელება, მოცემულობა არის უკვე შეცვლილი. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა დეტალი გადაიხედება ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებობს თემები, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაუმჯობესებას და ამ საკითხებზე იქნება საუბარი ვიზიტის ფარგლებში.
ცნობისთვის, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის საუბარი დღეს შედგება
სტეფანჩუკი: უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებს და ამაზე ლეგენდები შეიქმნება