LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელეგაციის ვიზიტის შემდეგ დაიდება დასკვნა, რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები და როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის: ვანო ჩხიკვაძე

90
ვანო-ჩხიკვაძე

ფონდ ღია საზოგადოების – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ვანო ჩხიკვაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი განმარტებით, დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა დადონ შეფასება თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები და როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება საჭიროა იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

“ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება და არა ომში ჩართვა, მოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს, ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად” – ევროპარლამენტარები

„ეს არის ჩვეულებრივი ვიზიტი, რომელსაც, როგორც წესი ატარებს ხოლმე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვადასხვა ქვეყნებში. რეგიონული ტურნეს ნაწილია, რადგან საქართველოს გარდა, დელეგაცია ასევე სტუმრობს სომხეთს და აზერბაიჯანს.

ჩვენს შემთხვევაში ინტერესი მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროინტეგრაციის სხვა ეტაპზე იმყოფება, ვიდრე სომხეთი ან აზერბაიჯანი. ეს არის აგრეთვე ნაწილი ფაქტების შემფასებელი მისიის სტუმრობისა და ამ სტუმრობის შედეგად მოპოვებული და გაანალიზებული ინფორმაციის შედეგად, ალბათ შემოდგომაზე ევროპარლამენტი დადებს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახლა და უფრო კონკრეტულად, როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე..“ – რა თქვა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

თავის დროზე, როდესაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ გასულიყო ამ შეთანხმებიდან, ჩვენი შეფასება იყო შემდეგი, რომ ეს ხელშეკრულება არ დაიკარგებოდა. შარლ მიშელის ხელშეკრულების პუნქტები აისახა საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში და ახლახან დასრულდა მასზე მოლაპარაკებები. ნაწილებით, რაც არის ამ დოკუმენტში არის გადატანილი, ამ სულისკვეთებით არის გაჯერებული 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ წარმოადგინა საქართველოსთან მიმართებით და რომელიც წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“,- განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

“მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას… მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგიც” – რას აცხადებს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g