ბრიუს უილისს ორი დღის წინ 70 წელი შეუსრულდა. ინტერნეტსივრცეში მას იუბილეს უამრავი ადამიანი ულოცავს.
ბრიუს უილისი ახალ ფოტოებში კარგად გამოიყურება – „კერკეტი კაკალი“ 70 წლის გახდა
რამდენიმე საათის წინ, მისმა ექს-მეუღლემ, დემი მურმა იუბილეზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა. მსახიობი, რომელიც დემენციის დიაგნოზს უკვე წლებია ებრძვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა ცისფერ პიჯაკში. ის ქალიშვილებისა მეუღლეების გვერდით საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. დემიც არ იშურებდა ძალასა და ენერგიას, გაეხალისებინა ბრიუსი.
„ფანტასტიკური დრო ჩვენს ბრიუსთან, ის თქვენგან დიდ სიყვარულს გრძნობს, გააგრძელეთ ასე…“ – ასე დაასათაურა ფოტოების სერია დემიმ.
შევერცხლილი წვერით და შეუდარებელი ღიმილით – დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისი ვიდეოს ავრცელებს