LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს: ამერიკელი სენატორები

62
ამერიკის სენატი

ამერიკელი სენატორების 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებულები არიან.

„ეს ძირს უთხრის იმ რეფორმების გატარების ძალისხმევას, რაც შეთანხმებულია 19 აპრილის შეთანხმებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სენატორები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს.

„გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან შეთანხმება კეთილსინდისიერად არ შეასრულა, ” – აცხადებენ სენატორები.

მათივე შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება დახმარების პირობითობა გამოიწვიოს, ასევე საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. მათი აზრით, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს.

როგორც ისინი ამბობენ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ აპირებს 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდეს.

„მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველს სარგებელს მოუტანს.

როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ,“ – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები:

  • ჯიმ რიში
  • ჯინ შაჰინი
  • რონ ჯონსონი
  • ბენ კარდინი
  • რობ პორტმანი
  • ქრის ვან ჰოლენი
  • ჯონ ბარასო.

მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი: დევიდ კრამერი

magti 5g