LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევა კასელის „ტკბილი არდადეგები“ შეყვარებულთან ერთად – მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 20 წლის ქალიშვილი ფოტოებს გვიზიარებს

308
page

საკმაოდ დატვირთული თვეებისა და სერიალის, „ლეოპარდის“ პრემიერების შემდეგ, დევა კასელი თავის კოლეგასთან და შეყვარებულთან, სოლ ნანისთან ერთად დასასვენებლად გაემართა.

20 წლის მოდელმა და მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც ბრწყინვალედ გამოიყურება, ის საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩახუტებული პოზირებს.

ცნობისთვის, დევას პარტნიორობას „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში სწორედ მისი რჩეული, სოლ ნანნი უწევს. სერიალში მოქმედება სიცილიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება, დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს.

სერიალი, რომელსაც ყველა ელის – დევა კასელი შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

დევა კასელმა სერიალის, „ლეოპარდის“ პრემიერაზე შეყვარებული გამოაჩინა

ულამაზესი დევა კასელი „დიორის“ წულის ქვედაბოლოში სპექტაკლის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები