სამშენებლო და საგზაო მძიმე ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო ბრენდი SDLG საქართველოში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა – კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში უკვე Devex-მა გადაიბარა.
ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის ფარგლებში, 23 მაისს, დევექსმა საქართველოში SDLG-ის ოფიციალური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გრანდიოზულად გახსნა. ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ივენთი იყო მძიმე ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორში.
ღონისძიებას სპეციალურად ეწვია SDLG-ის ჩინეთის სათავო ოფისის წარმომადგენლობა, რაც, კომპანიის შეფასებით, ქართული ბაზრის მიმართ ნდობასა და მზარდ სტრატეგიულ ინტერესს კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს.
საღამოს ოფიციალური ნაწილი და გახსნის ცერემონია მასშტაბური სახით ჩატარდა – მთავარ სანახაობას ქუჩის თეატრის მიერ დადგმული, მძიმე ტექნიკის მიერ შესრულებული შოუ წარმოადგენდა, რომელიც ქართული და ჩინური ფოლკლორის ელემენტებით იყო გაფორმებული, ღონისძიებას უძღვებოდა გიორგი ცხადაძე, სტუმრებს კი დახვდათ პრემიუმ კლასის, განსაკუთრებულად მოწყობილი კომფორტული სივრცე, რომელიც ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ხედვას ასახავს. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე კი სპეციალურად მოწვეულმა ბენდმა და DJ-მ იზრუნეს, რამაც ღონისძიებას უფრო მასშტაბური და საზეიმო ხასიათი შესძინა.
გარდა საზეიმო ნაწილისა, საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი SDLG-ის ბრენდის მძიმე ტექნიკის აუქციონი იყო, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად შეეძინათ.
SDLG მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მძიმე ტექნიკის მწარმოებლად მიიჩნევა. კომპანია 1972 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ბრენდი ცნობილია სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი პრემიუმ ხარისხის ტექნიკის წარმოებით: ექსკავატორებით, ფრონტალური დამტვირთველებით, გრეიდერებით, ბულდოზერებითა და საგზაო ტექნიკით.
როგორც Devex-ში აცხადებენ, კომპანია ქართულ ბაზარს SDLG-ის მძიმე ტექნიკის სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს. კომპანიის შეფასებით, ჩინური ინჟინერიის თანამედროვე სტანდარტებისა და უმაღლესი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერის კომბინაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში.
Devex-ის ახალი სერვისცენტრის გახსნა ასევე განიხილება, როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური და ბიზნესთანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი.
(R)
