LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემმა ლეო მესისთან ერთად ივარჯიშა – ლეოს პირველი ემოციური დღე ახალ კლუბში

156
ლეო-მესი

კლუბ „ინტერ მაიამის“ დამფუძნებელი, დევიდ ბექჰემი ლეო მესის პირველ ვარჯიშს კლუბის ბაზაზე დაესწრო. ამის ამსახველი კადრები ინტერნეტში დღეს გავრცელდა. 48 წლის ბექჰემი კმაყოფილი ჩანდა კლუბის ახალი ინვესტიციით და მან თავადაც ივარჯიშა მესისთან ერთად.

ახალი ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეო მესის კლუბში პირველ დღეს ფეხბურთელები ოვაციებით შეხვდნენ, მოგვიანებით „ინტერ მაიამის“ მაისურში გამოწყობილმა მესიმ თანაგუნდელებთან პირველი ოფიციალური ვარჯიში გამართა.

ბექჰემები მესის ეგებებიან – ვიქტორია ბექჰემი შვილებთან ერთად ლეო მესის ახალ კლუბში წარდგენას დაესწრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები