LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემები მესის ეგებებიან – ვიქტორია ბექჰემი შვილებთან ერთად ლეო მესის ახალ კლუბში წარდგენას დაესწრო

220
ვიქტორია-ბექჰემი

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ლეო მესი ახალ კლუბში, „ინტერ მაიამიში“ ოფიციალურად წარადგინეს. დევიდ ბექჰემის საკუთრებაში არსებული კლუბი, სავარაუდოდ, ბოლო იქნება მესის კარიერაში. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო ესწრებოდა, ბექჰემები მასპინძლობდნენ.

DRV PNK Stadium-ზე, სადაც ლეოს წარდგენა მიმდინარეობდა, იმყოფებოდნენ  ვიქტორია და მისი შვილები, 18 წლის კრუსი და 12 წლის ჰარპერი. რაც ეხება რომეოს, ის ამავე კლუბის ფეხბურთელია და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარდგენას. ლეო გულშემატკივრებსა და კლუბის წევრებს ოფიციალურად დევიდ ბექჰემმა წარუდგინა. ღონისძიებაზე ვიქტორია საკუთარი ბრენდის ულამაზეს თეთრ ორეულში ბრწყინავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები