LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეები მიქრიან, თვეები მირბიან, მე ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს, რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია…“ – თამუნა მდივანი გარდაცვლილ შვილზე

198
თამუნა მდივანი

ცნობილი ინფლუენსერი და მსახიობი, თამუნა მდივანი, რომელსაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალგაზრდა შვილი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს.

ემოციურ პოსტში თამუნა მდივანი იმ განცდებს აღწერს, რაც შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას თან ახლავს:

„დღეები მიქრიან, თვეები მირბიან, მე ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს, რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია. დროდადრო შევჩერდები შიშით მოვიხედავ უკან და ჩემს თავს ვეუბნები: სად მირბიხარ, ვერსად დაემალები, გაჩერდი, შეხვდი და მიანდე უფალს, ეს არის შენი რეალობა და ისწავლე ამ რეალობასთან და მონატრებასთან ერთად ცხოვრება! გიო შენ სულ ჩემს გულში იქნები ჩემო უსასრულო მონატრებავ მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის!“ – წერს თამუნა მდივანი.

დღეები მიქრიან,თვეები მირბიან,მე ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს,რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია.დროდადრო…

Posted by Tamuna Mdivani on ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g