ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხელახლა ხსნის.
დღეიდან, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
შეგახსენებთ, აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა.
