LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ღია სივრცეში არსებულ კვების ობიექტებში 12 ადამიანის თავშეყრა დასაშვებია

164
shutterstock-168692882-1

დღეიდან ღია სივრცეში არსებულ კვების ობიექტებში 12 ადამიანის თავშეყრა დასაშვები ხდება.

დახურულ სივრცეებში ექვსკაციანი შეზღუდვა კი, კვლავ ძალაში რჩება.

ღია სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაგიდების და დასაჯდომი ადგილების ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
სკამების საზურგეებს შორის მანძილი – არანაკლებ 1 მეტრისა;
ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 12 მომხმარებელი;
დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
გამასპინძლებისას უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g