LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ლურჯი მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით იმგზავრებთ

69
Untitled design (2)

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავი ახალი ლურჯი მიკროავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სისტემის ნაწილი ხდება – მგზავრს მეტროთი, ავტობუსით და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა, 90 წუთის განმავლობაში, ერთხელ აღებული ბილეთით შეეძლება.

დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, რომ  მგზავრები მიკროავტობუსებში ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

12 მარტიდან, ახალ ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასური  50 თეთრია.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს აბონემენტების დანერგვისა და ტარიფების შემუშავების პროცესი. აბონემენტების ვადები იქნება განსხვავებული, მაგალითად, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი. ამ აბონემენტებზეც იმოქმედებს საშეღავათო პირობები.

დღეიდან, ახალი ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ხდება – როდიდან ჩაერთვება მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში

 

magti 5g