დღეიდან, ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა.
შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებაში შევიდა.
გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.
ცნობისთვის, ტაქსითი 2 მგზავრზე მეტის გადაყვანაზე შეზღუდვა თითქმის 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარი იყო.