LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დამტკიცდა მექანიზმი, რომლითაც ბინის შეძენის მსურველებს სესხის პროცენტს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს

217
1318417-house-owner-real-estate-agent-giving-away-the-keys-house-out-of-focus

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომელთაც ახალაშენებული ბინის შეძენა სურთ და პანდემიის გამო იპოთეკური სესხის აღება გაურთულდათ, სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, კონკრეტულად ბინათმშენებლობის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით. კერძოდ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს ჩვენი საააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს, პირველივე ეს არის სუბსიდირების კომპონენტი, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ შეიძინონ ახალაშენებული ბინები, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო ფინანსური პირობების გაუარესების გამო არ ეძლევათ საშუალება, აიღონ იპოთეკური სესხები ბანკებში იმისთვის, რომ შეიძინონ ბინები. ჩვენი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს გარკვეული მექანიზმით და ოდენობით. ასევე, თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით ბანკთან სესხის აღების დროს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ძალაში შედის ასევე ის მექანიზმი, რისი მეშვეობითაც ღია კონკურსის შედეგად, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს მისცემს გარანტიას, რომ მათი ფართების არაუმეტეს 30% იქნება შეძენილი კონკრეტულ ფასად იმ შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ, რომ დაასრულონ ეს მშენებლობები.

„შემდეგი კვირიდან, როგორც ბინის შეძენის მსურველ ადამიანებს, ახალაშენებულ ბინებზეა საუბარი, ასევე, დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და შემდეგ უკვე ჩვენს შესაბამის სააგენტოებს“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g