LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო… ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების” ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა”- კახა კალაძე

165
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავად ევროპულ ინსტიტუტებს.

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა“

ლევან ხაბეიშვილი: „დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი“

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება.

ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო.

ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების” ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა. ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და სიტყვის და გამოხატვის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული“- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, „ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, პროცესის წამოწყებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, საბედნიეროდ, კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ”

„ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს – ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია”- მამუკა მდინარაძე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

„რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ არ მოტყუვდეთ, მეგობრებო. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა, იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ.

სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, პირველ რიგში, სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე! საქართველო უპირველეს ყოვლისა! “– განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, „ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში”. კალაძის თქმით „ქართული ოცნების“ ხელსუფლებისთვის პრიორიტეტია საქართველოს სუვერენიტეტი.

„ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს“-126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g