LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გაგვიფრინდა ქალბატონი, რომელთან ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო, რომ მაშინვე საოცარი მუხტით, ენერგიითა და სიყვარულით აღვსილიყავი“ – შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძეს უსამძიმრებს

1477
3c9bbdfb-b5c7-4124-a14b-bcdffb0f158d

მომღერალი შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძეს დედის, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას უსამძიმრებს:

„დღეს გაგვიფრინდა ქალბატონი, რომელთან ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო, რომ მაშინვე საოცარი მუხტით, ენერგიითა და სიყვარულით აღვსილიყავი. მახსოვს პირველი შეხვედრა, თბილი ჩახუტება აი, ისეთი, მხოლოდ მას რომ ჩვეოდა… „ყანყრატოში გენაცვალეო“, იცოდა თქმა… შემდეგ იყო განხორციელებული უთბილესი ზარი, გულმხურვალე მოკითხვა…

ქალბატონო რუსუდან, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ… ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა. გმადლობთ ყველაფრისთვის, გმადლობთ სიყვარულისთვის, ანრი, უძლურია თითოეული სიტყვა… თანაგიგრძნობთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g