მსახიობ რუსკა მაყაშვილის უფროსი შვილი იუბილარია – ილია დღეს 8 წლის გახდა. მაყაშვილების ოჯახი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისალოც პოსტებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ერთადერთო ილია ❤️ ❤️ ჩემო საოცარო ბავშვო“, – წერს რუსკა მაყაშვილი და საიუბილეო ტორტის ჩაქრობის კადრს აზიარებს.
„დღეს ხოზიკის დღეობაა!!! ვაშააა!!!უკვე 8 წლის ვაჟკაცია ჩვენი ილია ნიჟარაძე!!!გილოოოცაავთ Ruska MakashviliSandro Nijaradze“, – წერს თამარ მაყაშვილი.
ცნობისთვის, მცირე ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ამ თემაზე საჯაროდ პირველად მან ნანკა გვარის „პოდკატსში“ ისაუბრა.
რუსკა მაყაშვილსა და სანდრო ნიჟარაძეს ორი შვილი – ილია და კატო ჰყავთ.