LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს, მარიონეტმა პრეზიდენტმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები დააჯილდოვა…“ – სალომე ზურაბიშვილი

244
სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი

„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა – დღეს, მარიონეტმა პრეზიდენტმა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები დააჯილდოვა“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ყაველაშვილმა „მათ შორის სახელგატეხილი „ხარება“ დააჯილდოვა“:

„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პოლიციური ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა და დღეს მარიონეტმა პრეზიდენტმა შსს-ს მთავარი სანქცირებული პირები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის სახელგატეხილი „ხარება“, დააჯილდოვა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა“.

ადმინისტრაციის ცნობითვე, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

„ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g