LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მე და ინგამ თითქმის ერთდროულად გავუზიარეთ ერთმანეთს – რომ გარდაუვალი გარდაცვალების მიმართ არანაირი შიში აღარ გაგვაჩნია.. ბაჩომ მრავალშვილიან მშობლებად გაგვხადა..“ – დავით ქართველიშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

1042
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელშიც საზოგადოებას თანადგომისთვის საჯაროდ მადლობას უხდის.

კოჯორში დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

„მთელი ქვეყანა შენი უბედურების თანაზიარია“ – ტრაგედია დავით ქართველიშვილის ოჯახში

„ერთ რამეში მაინც მომატყუა – ინტროვერტი ვარო, ვერც მეგობრების დიდი რაოდენობით ვიტრაბახებო. მე არ ვიცი… ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან ფიზიკურად, ათასობით მომწერა მხოლოდ მე, ათასობით გვირეკავდა სვანეთიდან დაწყებული თუშეთით დამთავრებული. ტიროდნენ აფხაზები, რუსები, უკრაინელები. მიწას აყრიდნენ სასაფლაოზე ექსტრემალი ველომრბოლელები, რომლებიც ბაჩოს გაცნობა მის სიცოცხლეში ვერც კი მოასწრეს, მაგრამ ის მათი კუმირი იყო – როგორც პიროვნება, ქართველი, მეგობარი, მამა, ძმა და შვილი. მე მისი მხოლოდ “ჩინური” ვერსია ვარ “კამბოჯაში აწყობილი”.

საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო და მისი ამ სულისკვეთებით აღივსო ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – საოცარი სიტყვებით მანუგეშა და გამაძლიერა ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა. საოცარი სითბო ვიგრძენი რუსიკო თევზაძესაგან – არ იყო ჩვენს შორის არანაირი პოლიტიკა. იყო სიყვარული, ქართველობა, ადამიანობა და ღმერთი. ზეცაში კი ყოველივე ამის გამო ხარობდა მშვიდობისმყოფელი ბაჩო. მხედრობა და მთავრობა, ერი და ბერი, ქალაქი და სოფელი, თითოეული თქვენგანი – იყავით ამ დღეებში ჩვენს გვერდში და სიტყვები არ მყოფნის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მომიტევეთ, თუ ვერ გპასუხობდით. ახლა გპასუხობთ – უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და ყველაფრისათვის დიდება უფალს!!!

დღეს მე და ინგამ თითქმის ერთდროულად გავუზიარეთ ერთმანეთს – რომ გარდაუვალი გარდაცვალების მიმართ არანაირი შიში აღარ გაგვაჩნია. თანაც ამის დრო უბრალოდ არა გვაქვს. ბაჩომ მრავალშვილიან მშობლებად გაგვხადა და სიკვდილზე ფიქრის დრო არა გვაქვს.

თუ შეძლებთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლად შესვენებული მონაჲ ღვთისა ბაჩო-გიორგი და მწუხარებასა და განსაცდელსა შინა მყოფი ახლად დაქვრივებული მხევალი ღვთისა ნინო – საოცარი გოგო, ცარიელი გული და სიყვარული, რომელსაც ზეგ დაბადების დღე აქვს და ბავშვები ემზადებიან დედიკოსთვის პატარა ზეიმის მოსაწყობად…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კოჯორში გარდაცვლილი ბაჩო ქართველიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ: „ხშირად მართლა მიჩნდება შეგრძნება, რომ გაცილებით მეტს იმსახურებენ..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g