თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ის ყველა გულშემატკივარს მადლობას უხდის.
“კეთილო და ტკბილო ადამიანები. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა რომ წინსვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.
არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობას. მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ სრულიად არაამქვეყნიური თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო რომელმაც მისხალი უკან დახევის, მოდუნების, მინებების უფლება არ მომცა.
ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია”,- წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდა.
