დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია: გია ხუხაშვილი

123
გია ხუხაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ გუშინ „სალომე ზურაბიშვილმა მის თვალში საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია მიიღო“.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ „არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა“. პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა: საქართველოს პრეზიდენტი

დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს იზოლაციონიზმს, როგორც კი მარტო რჩები ხდები იმის სამიზნე ვისაც სწრაფვა აქვს შენი დამორჩილებისკენ: საქართველოს პრეზიდენტი

ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას: საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილის თქმით, „იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს და ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ“.

ცნობისთვის, მანამ სანამ, პრეზიდენტი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა, უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. პოლიტიკურ ჯგუფებთან პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბავშვები არ არიან, მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ შეთანხმება ანულირებულია და ასეთი ტიპის დოკუმენტს „ქართული ოცნება“ ხელს აღარასდროს არ მოაწერს“.

სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება – “სტრატეგია აღმაშენებელი” განმარტავს, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტთან შეხვედრაზე