LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო დასრულებულია: დავით მათიკაშვილი

62
დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია და დესტრუქციის დრო დასრულებულია“. მისივე განმარტებით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად დაინახეს, რომ „დესტრუქციის გზა კრახით დასრულდა და ახლა არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ“.

მათიკაშვილი ეხმიანება ამნისტიის აქტთან დაკავშირებით ნიკა მელიას შეთავაზებას, რომ „მზად არის ევროკავშირის გირაო მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ამნისტიის აქტს უკან გაიწვევენ“ და აცხადებს, რომ ეს არ მოხდება, ხოლო თუ მსგავსი რამ შეთანხმების ახალი ტიპი იქნება, „ქართული ოცნება“ არ წავა.

თუ ამნისტიის კანონს გაიწვევთ, მზად ვარ, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დავთანხმდე: ნიკა მელია

„ჩვენ შეთანხმების ახალ ტიპზე, რა თქმა უნდა, არ მივდივართ. ჩვენ ვართ ერთგულნი იმ შეთანხმებისა, რომელიც შედგა უკვე მხარეთა შორის და დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების აღსრულება. ძალიან საინტერესოა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ციხიდან მოვისმინეთ გუშინ. თუკი ნიკანორ მელიას სურს გირაოს გადახდა, მაშინ რატომ ელოდება ის ევროკავშირის ფულს, ეს გაუგებარია ჩემთვის და საზოგადოებისთვის. გაუგებარია ისიც, რომ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახა, რომ რეალურად კრახით დასრულდა დესტრუქციის გზა, დღეს აბნეულ და არათანამიმდევრულ განცხადებებს ვისმენთ. რეალურად საქმე შემდეგშია – დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება – საპარლამენტო მუშაობის განახლება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კონსულტაციები გრძელდება… ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც ადამიანები დაასახიჩრეს და ამის ბრძანება გასცეს: სამადაშვილი

ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება – ჯაფარიძე

mazda magti 5g