LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „სუხიშვილების“ დაბადების დღეა – „აი, უკვე 80 წელია ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს“

175
სუხიშვილები

დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სუხიშვილების“ დაბადების დღეა.

ანსამბლმა, რომელიც 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა, პირველი კონცერტი 80 წლის წინ, სწორედ დღევანდელ თარიღს, 1945 წლის 11 ივნისს გამართა.

ვიდეო: როგორ ამხნევებს ილიკო სუხიშვილი მოცეკვავეებს სცენაზე გასვლამდე: „პირველივე ნაბიჯიდან ავიყვანოთ აუდიტორია.. ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ, რა და როგორ შეგვიძლია“

„სუხიშვილების“ საიუბილეო თარიღს ანსამბლის „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდი ეხმიანება და აქვეყნებს გასული 80 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დასის წარმატებისა და ცეკვის შთამბეჭდავ მომენტებს ასახავს.

„დღეს ანსამბლის დაბადების დღეა!

1945 წლის 11 ივნისს ჩვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსით!

აი, უკვე 80 წელია ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: „თქვენ საუკეთესოები ხართ” – ნინო სუხიშვილის მიმართვა მოცეკვავეებს კონცერტის წინ

ვიდეო: „მან და ქალბატონმა ნინომ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ცეკვას, რომელიც აღაფრთოვანებს მილიონობით მაყურებელს.. ამან შეგვაქმნევინა კოლექციური ჭადრაკი“ – რა საჩუქარი მიუძღვნა ნონა გაფრინდაშვილმა სუხიშვილებს

🌟 დღეს ანსამბლის დაბადების დღეა! 1945 წლის 11 ივნისს ჩვენმა ანსამბლმა პირველი კონცერტი გამართა სახელმწიფო სტატუსით! 🚀 აი უკვე 80 წელია ჩვენი დასი წარმატებით იპყრობს მსოფლიო სცენებს! 🇬🇪 #სუხიშვილები

Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025

ვიდეო: „ყველაზე კრიტიკული ხარ, როცა შენ თავს უყურებ.. ჩვენ აქ ნდობაზე ვსაუბრობდით“ – ემოციური კადრები თბილისში გამართული სუხიშვილების კონცერტიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g