„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.
ენძელა მაჭავარიანი ეკა ხვედელიძეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში მიმართავს და მას სიკეთისა და ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის:
„დღეს, 27 აგვისტოს, უამრავი სიკეთით, ღირსებითა და სათნოებით შემკული ქალბატონის, ეკა ხვედელიძის დაბადების დღეა!
გილოცავთ, ღვაწლმოსილო ქალბატონო!
საოცარი ადამიანი ბრძანდებით, მუდამ თავდადებული სიკეთისა და მოყვასის სიყვარულისთვის.
სწორედ ამიტომ, ცხოვრების მწვერვალებზეც გასაოცარი უბრალოებით ატარებთ იმ მარადიული ფასეულობებს, რისთვისაც მართლაც ღირს ადამიანად ყოფნა!
მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ბატონ ბიძინას, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, თქვენს ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თქვენი დაბადების დღე ნამდვილი ზეიმია, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მათ რიცხვში მეც ვარ.
ბევრ შვილიშვილს, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ულევ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ!
დიდხანს, დიდხანს იყავით ამქვეყნად თქვენს დიდებულ მეუღლესთან, ძვირფას ოჯახთან ერთად!
უღრმესი მადლობა თქვენი უამრავი სიკეთისა და ქველმოქმედებისათვის, მადლობა, წმიდა სამების საკათედრო ტაძრისთვის…
მადლობა იმ სითბოსა და თანადგომისთვის, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გამოიჩინეთ ჩვენთვის ურთულეს დროს!
წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მადლმა, წმიდა სამებამ დაგლოცოთ და დაგიფაროთ! ძალიან, ძალიან მიყვარხართ!“, – წერს ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
🌼დღეს, 27 აგვისტოს, უამრავი სიკეთით, ღირსებითა და სათნოებით შემკული ქალბატონის, ეკა ხვედელიძის დაბადების დღეა!…
Posted by ენძელა მაჭავარიანი on ორშაბათი, 26 აგვისტო, 2024