LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს უნიკალური მთის კურორტი „მწერლები” იხსნება – მეტი ჟანგბადი, ბუნებასთან ახლოს (ფოტოები)

4776
Lobby

გამორჩეული და უნიკალური ეკოლოგიურად სუფთა ჰაერით, მთის კურორტი “მწერლები” (“writers”), ქვიშხეთში, საქართველოს დაბალმთიან კურორტებს შორის ერთ-ერთი ისტორიულად ცნობილი დასასვენებელი ადგილია. მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან კურორტი შექსპირის მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანის და შემდგომ უკვე ცნობილ მწერალთა, მათი ოჯახების პოპულარული დასასვენებელი ადგილია. კურორტი ოდითგანვე აღიარებული იყო საბავშვო ბანაკებისა და ელიტარული დასასვენებელი სახლების ხალხმრავალ ლოკაციად.

გამორჩეული თავისი კლიმატური პირობებით, კერძოდ – სასუნთქი სისტემის, ბრონხებისა და ფილტვების სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების თვისება განპირობებულია შავი ზღვიდან თბილი, ნოტიო ჰაერის მასების მთის ჰავასთან შერწყმით მიღებული ჟანგბადის მაღალი კონცენტრაციით.

წიწვოვან-ნაძვნარითა და შერეული ტყით შემოფარგლული კურორტის რეკომენდირებული 12-14 დღიანი სტუმრობა – არაჩვეულებრივი კლიმატოთერაპიაა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. 

კურორტი “მწერლების” კონცეფცია სრულად პასუხობს რამდენიმე საუკუნოვან ტენდენციებს. 20 ნომრიანი ეკო-სასტუმრო განთავსებული წიწვოვანი ტყის ძირში, 2 ჰექტარზე, დაცული, იზოლირებული და სიმწვანეში გაშლილი მოსასვენებელი ტერიტორიით, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეურნეობა, საშუალებას იძლევა ვიზრუნოთ სტუმრების მშვიდ გარემოზე, ჯანსაღი ცხოვრების პირობებზე და შევთავაზოთ ნატურალური პროდუქტებით დამზადებული კერძები.

აღსანიშნავია, რომ კურორტი “მწერლების” მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დასრულდა და ის მზად არის სტუმრების მისაღებად – მომსახურების, სანიტარიისა და უსაფრთხოების უახლესი პროტოკოლით (სტანდარტები შემუშავებულია COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები