სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძისა და უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას შეხვედრის ამსახველი ფოტო.
შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად უკრაინას ახლახან სტუმრობდა და უკრაინელი მსმენელისთვის კონცერტი გამართა, სადაც ნინოს რეპერტუარიდან ყველა ცნობილი სიმღერა შესრულდა.
ამ ღონისძიებას ორგანიზება სოფო ჭყონიამ გაუწია, რომელიც მუსიკოსებს ამ მოგზაურობაში თან ახლდა.
