დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანების გულ-სისხლძარღვოვან სისტემას პრობლემებს შეუქმნის, მოიმატებს უგუნებობა, მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი საკუთარ თავში გასარკვევად, საქმიანი შეხვედრებოსათვის, ელექტრონული ნივთების შესაძენად, ბინის შესაცვლელად. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა.
დღის ფერები და მინერალები – ნეონისფერები, წითელი ვარდისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, და ციტრინი.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, დაძაბულია დღე ქალწულთათვის და მორიელთათვის.
