მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:50-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია ინტრიგების, მაქინაციების და მოტყუების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, ღვიძლის, თვალების და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს.