LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

491
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:31-დან 00:27 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაურთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, არ ღირს მსხვილი კაპიტალის დაბანდება. აკონტროლეთ ემოციები, რადგან საგრძნობლად მოიმატებს ნევროზულობა და გაღიზიანება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ახალი ნაცნობობის გაბმა, საქმიანი პარტნიორების ძიება და ხელმძღვანელებთან საკუთარი პროექტების განხილვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. დროებით შეზღუდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლებს, სახსრებს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის. პრობლემების დაძლევა მოუწევთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები