LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1949
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ფუჭი დაპირებების გაცემას.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის გრძნობებით და ემოციებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ხელოვნების და თვითნაკეთი ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის, სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. მოერიდეთ საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარჯანი, აქატი, ზურმუხტი, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები