LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

655
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები, რათა გაუაზრებელი სიტყვებითა და მოქმედებით არ გააღიზიანოთ პარტნიორი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების, ხერხემლის, სახსრების და ძვლების სამკურნალოდ. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, მალაქიტი, ოპალი, რაუხტოპაზი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები