LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2759
მიხეილ ცაგარელი

საქმიანობის და შრომისუნარიანობის პლანეტის – მარსის 4 სექტემბრამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და დიპლომატიას, არასტანდარტულად და ორიგინალურად მოქმედების უნარს, წარმოსახვის და შემოქმედებით ნიჭს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას და ზედაპირულობას, სიზარმაცეს და უყაირათობას გააძლიერებს.

ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და აურის დაბინძურების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი, რადგან შემცირებული ურთიერთგაგების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭის და ღვიძლის სამკურნალოდ, დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე გიშერი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები