LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2077
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე მოვლენებს, რადგან არაა გამორიცხული სწორედ დღეს გამოაშკარავდეს საიდუმლო, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას გარშემომყოფების მიმართ.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ სენტიმენტალურ გრძნობებს. არ ღირს წარსულზე ფიქრი, წუწუნი და საკუთარი თავის სიბრალული.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფულის სესხება და ვალად გაცემა.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ მჟავე, ხორციანი კერძების და ტკბილეულის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოს 20 დღეში ასრულდება.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები