LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

123
მიხეილ ცაგარელი

21 თებერვალი გეომაგნიტურად აქტიური დღეა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი და საჭიროებისამებრ პროფილაქტიკური ზომების მიღება.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც 15:13 საათიდან დაიწყება და ღამის 24:00 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში კონცენტრაციის უნარი მცირდება, იზრდება შეცდომების, ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები

დღე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ოპონენტებთან მშვიდი და კონსტრუქციული საუბარი ან ხანმოკლე გასეირნება ხელს შეუწყობს სადავო საკითხების მოგვარებას. მნიშვნელოვანია საკუთარი აზრებისა და ემოციების კონტროლი. მოერიდეთ კამათს, ზედმეტ აგრესიასა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს.

პარტნიორული ურთიერთობები

შესაძლებელია ერთობლივი გეგმებისა და იდეების ჩამოყალიბება. თანამშრომლობა შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე შეინარჩუნებს თავშეკავებასა და გონივრულ მიდგომას.

ჯანმრთელობა

ეფექტურია თირკმლების, ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ თავს, ცხვირსა და გრძნობათა ორგანოებს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ეცადეთ, არ გადაღალოთ თვალები და ნერვული სისტემა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები

არ არის რეკომენდებული ქორწინება, მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, ხელშეკრულებების გაფორმება და სტომატოლოგიური პროცედურები (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). დღე ხელსაყრელია სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, ტექნიკასთან მუშაობისთვის, ხელმძღვანელ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ასევე წარმატებულია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სპორტული ვარჯიში და სხვადასხვა აქტივობა.

დღის მინერალები და ფერები

დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი და სერდოლიკი. ფერებიდან ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები

დღე განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროსა და კირჩხიბის წარმომადგენლებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები