LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2138
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, აკურატულობასა და პედანტიზმს, ორგანიზებულობასა და შრომისმოყვარეობას, ნებისყოფასა და მოთმინებას, მეორეს მხრივ, მესაკუთრეობას და ეგოიზმს, პირდაპირობას და კრიტიკულობას გააძლიერებს.

შეასრულეთ მხოლოდ ის საქმე, რომელიც კარგად გამოგდით.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.

გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია დაკარგვის და მოპარვის ალბათობა.

* პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ერთობლივი გეგმების დასახვისთვის.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შეძენისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარდგენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

* დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი ასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები