LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

509
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:45-დან 00:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან ერთად სამომავლო გეგმების დასახვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სტომატოლოგიური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი და აკვამარინი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები