LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2064
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:00-დან 23:34 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არაა გამორიცხული გაიგოთ ახალი ამბავი ან მიიღოთ შემოსავალი ძველი საქმიდან.

მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას.

არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორთან კამათი და პრობლემების ზედმეტად დამძიმება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაცვისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე აკვამარინი, ცირკონი, საფირონი, ძოწი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები