ახალმთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიის შერწყმა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, გაზრდის ტრავმების და ავარიების ალბათობას, გააძლიერებს აგრესიას და დეპრესიას, ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობას, რასაც განსაკუთრებით მწვავედ ლომი და მერწყული იგრძნობენ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია შეიმუშავოთ სამომავლო გეგმები, განხორციელება კი, მომავლისთვის გადადოთ.
* პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.
* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რათა თავი დაიზღვიოთ უვარგისი პროდუქტით მოწამვლისგან.
* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
* ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.