LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1909
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ კონფლიქტს, არ ღირს გარშემომყოფებთან საქმის გარჩევა.

ეცადეთ სწორედ დღეს გაისტუმროთ ვალები და შეასრულოთ გაცემული დაპირებები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, საოფისე და საკანცელარიო ნივთების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სახსრების სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, იისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს. მშვიდი და ჰარმონიული დღე ელით ტყუპებს, სასწორს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები