LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1578
მიხეილ ცაგარელი

4 ივნისი მთლიანობაში კარგი დღეა მნიშვნელოვანი საბუთების მოსამზადებლად, მატერიალური საკითხების გადასაწყვეტად, სესხის გასტუმრებისთვის.

დღეს პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვა და დასახვა, თუმცა არ არის სასურველი სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. აუცილებელია გააკონტროლოთ საკუთარი საფულე, მოერიდეთ ყვირილს და განკითხვას.

ჯანმრთელობა: ეფექტური დღეა შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობისთვის.ასევე  თმის მოვლისა და  სახის კანისთვის. დღევანდელ დღეს მოერიდეთ ხალების, პაპილომების მოშორებას, ყურების გახვრეტას, ორპირ ქარს.

სუსტდება ყელი, ყურები, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა. ოპერაციული ჩარევა ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ არის სასურველი.

კვება: საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცის ნაწარმს. დღე ტრავმულია, ამიტომ გაითვალისწინეთ და ყურადღებით იყავით საჭესთან, ისევე როგორც ქუჩაში. არასასურველია ცივი გაზიანი სასმელის მიღება.

მინერალები: მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარჯანი – ეს ქვები მოიაზრებენ თქვენდამი სასიკეთო ენერგიას

ფერები: პრიორიტეტულია ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, ტერაკოტის ფერი და მწვანე – ეს ფერები ხაზს გაუსვამენ თქვენს მიზიდულობას და შარმს

პოზიტიური და ნეგატიური დღე: პოზიტიური და სასიკეთო დღეა კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისათვის. 

კარგი დღეა ვაჭრობისთვის, მგზავრობისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ასევე ცხოველებისა და უძრავი ქონების შესაძენად. დღე პოზიტიურია მშენებლობისთვისაც.

ზოდიაქოს ნიშნები: დადებითია დღევანდელი დღე: კირჩხიბის, ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. დაძაბულია – ტყუპების, ლომის, ასევე მშვილდოსნის და მერწყულის  ზოდიაქოს ნიშანთათვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანებისთვის დღევანდელი დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები