LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

474
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილის 09:22 საათზე და გასტანს საღამოს 19:09 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ადამიანი დღეს ფრიად არალოგიკურად იმოქმედებს და იაზროვნებს. ამასთანავე, მოიმატებს იღბალი, ინტუიცია, კეთილშობილება და ადამიანებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. დღის განმავლობაში არ არის სასურველი თმის შეჭრა.

დღეს მოერიდეთ ახალი და დიდი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას. ასევე, მოერიდეთ ტყუილს და დაპირებების გაცემას. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საიდუმლო საქმეებისა და საიდუმლო სიყვარულის მიმართ, რადგან დღეს დაფარული ადვილად გამოაშკარავდება. დღევანდელი სიზმრები შემდგომში არ ახდება. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ქველმოქმედებისა და იურიდიული საქმიანობისთვის. პერიოდი მეტად სასიკეთოა მგზავრობა-მოგზაურობისა და ქორწინებისთვის, ხოლო პირად ურთიერთობებში – ხელის თხოვნისთვის.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ტერფების ზონა, ლიმფური და ნერვული სისტემები, ასევე თავის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. მოერიდეთ ექოსკოპიას, ანალიზების გაკეთებას, ალკოჰოლურ სასმელებს, ტერფების მასაჟს, პედიკურის გაკეთებას, ასევე ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან პირველად ჩაცმას.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან დღის განმავლობაში რეკომენდებულია მარგალიტის, ალექსანდრიტის, გიშერის, მარჯნისა და ამეთვისტოს გამოყენება, ხოლო საღამოს საათებში – ლალისა და იაგუნდის. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან დღის პირველ ნახევარში დადებითი და სასიკეთოა მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ხოლო საღამოს – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე პოზიტიურია მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები